კორონავირუსით ინფიცირებული კლინიკა „თიმის“ ორი მედიკოსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
ალავერდის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღამისთევის მსახურებას მიტროპოლიტი დავითი აღავლენს. ეპარქიაში არსებული ტაძრებიდან ღამისთევის მსახურება მხოლოდ ალვერდის ტაძარში ჩატარდება. როგორც მეუფე დავითმა განაცხადა, დანარჩენ ეკლესიაში წირვა დილის 7 საათზე დაიწყება .
დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, წამლების ტესტირების მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური პროცედურა იწყება.
შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნენსი პელოსს პასუხისმგებლობა ეკისრება უამრავი ადამიანის სიკვდილზე, რადგან მან მოქალაქეებს ეპიდემიის დასაწყისში ჩინურ უბნებში წასვლისკენ და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში 79 შეადგინა.
ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ.
ისრაელში, იერუსალიმში ულტრა ორთოდოქსები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, რომელიც მათ ჯგუფურად ლოცვას უკრძალავს.მათ საპროტესტო აქციები გამართეს.
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მსუბუქი მანქანების მოძრაობის შეზღუდვა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გასული 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოავლინა.
რუსეთში, ბოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 32008-მდე გაიზარდა.