იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში დღე-ღამის მანძილზე დაინფიცირების 3 047 შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23 660 ადამიანს შეადგენს. დაინფიცირების ჯამური მაჩვენებელი კი 178 972-ს აღწევს.
ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 47 055 პაციენტი.