-
2020-04-19 13:25
ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მეუფე აღნიშნავს, სააღდგომო ლიტურგიისას დაცული იყო ის დისტანცია, რომლის დაცვაზეც ეპიდემიოლოგები მიუთითებენ.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც სასულიერო პირი ასეთი წესრიგის, რაც ტაძარშია, რომელიც ყოველთვის სანატრელი გვქონდა ხოლმე, რადგან ყოველთვის ძნელია ამ რეგულაციების დაცვა. ვიცი ადამიანები, რომლებმაც საათნახევარი, ორი საათი ფეხით იარეს, რომ მოსულიყვნენ; ორი საათი ფეხით იარეს, აქ დარჩნენ, ახლა 6 საათამდე აქ უნდა იყვნენ, აქედან სახლში კიდევ ფეხით უნდა წავიდნენ. ასეთ შრომას რომ გასწევს ადამიანი, რატომ? რისი გულისთვის?! გასართობად მოდის ახლა აქ ადამიანი თუ რა?! ადამიანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცისთვის მოდის და ასეთი რაღაც რომ მოხდება, როგორ შეიძლება აქედან მერე პანდემია და ეპიდემია გავრცელდეს, პირიქით, ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.