
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 291-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, ვირუსისგან ამ დროისთვის 545 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ამჟამად მკურნალობა 726 ადამიანს უტარდება.