თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფია მობილიზებული.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი იწვის.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.