
ესპანეთში, კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 410 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული მაჩვენებელი შაბათის მონაცემზე თითქმის 150-ით ნაკლებია. საერთო ჯამში, ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 20 639 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1 528 ადამიანი დაინფიცირდა.
ესპანეთში სულ 195 944 ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსი. მათგან 77 357 გამოჯანმრთელდა. 7 371 ადამიანი, ანუ ინფიცირებულთა 8% ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს.