აპლიკაცია STOP COVID 151 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა

აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს გააფრთხილებს იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან, ქართველი მოსახლეობისთვის გუშინ გახდა ხელმისაწვდომი და მხოლოდ 24 საათში 151 357-მა მომხარებელმა გადმოწერა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, აპლიკაციის გადმომწერთა შორის 92 040 ანდროიდის, ხოლო 59 317 iOS სისტემის მომხმარებელია.

„აპლიკაცია მის მომხმარებლებს შორის განსაზღვრავს სარისკო კონტაქტებს. სარისკო კონტაქტად ითვლება, თუ 2 პირს შორის ინტერაქცია გრძელდება 10 წუთზე დიდხანს და მათ შორის დისტანცია არის 2 მეტრზე ნაკლები. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკაცია სრულიად ანონიმურად იმახსოვრებს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს, ოფიციალური ტესტირების შედეგად დაუდასტურდება ვირუსი, ხდება მისი კონტაქტების გაფრთხილება. აპლიკაცია გადმოწერის შემდეგ არ საჭიროების მობილურის ნომრის მითითებას. მობილურის ნომერი მომხმარებელს შეჰყავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიულად დაუდასტურდა COVID-19.

მობილურის ნომრის შეყვანით, მოხდება მისი ინფიცირების სტატუსის გადამოწმება შესაბამის ბაზაში, ცრუ შეტყობინების თავიდან აცილების მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირება ბაზაში დასტურდება, იმ პირებს, ვინც მასთან იმყოფებოდნენ სარისკო კონტაქტში დაეგზავნებათ გაფრთხილება. აპლიკაცია არ მოითხოვს რეგისტრაციას და მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არის სრულიად დაცული.

დისტანციის განსაზღვრის მიზნით, აპლიკაციას სჭირდება წვდომა ბლუთუზსა და ლოკაციაზე. ზოგიერთი ანდროიდის ვერსიაზე კი აპლიკაცია, დამატებით მოითხოვს წვდომას მიკროფონზე, თუმცა არ აქვს შესაძლებლობა და უფლება ჩაიწეროს ან გადასცეს აუდიო შეტყობინება. მიკროფონზე წვდომა საჭიროა, რადგან ანდროიდის ვერსია იყენებს Android Nearby ტექნოლოგიას, ორ სმარტფონს შორის მანძილის დასადგენად. ეს სერვისი იყენებს ულტრაბგერით სიხშირის ტალღებს, რისთვისაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მიკროფონზე წვდომა. მიკროფონის გამოყენება ხდება ულტრაბგერების (ყურისთვის შეუმჩნეველი სიხშირის ტალღა) აღსაქმელად, რათა მოხდეს მოწყობილობებს შორის მანძილის დადგენა. თუმცა, როდესაც მომხმარებელი აპლიკაციას დააყენებს, მართვის პანელიდან შეუძლია გადამოწმება, თუ რაზე აქვს აპლიკაციას წვდომა მინიჭებული, მიკროფონი ამ ჩამონათვალში არ არის.

ყველა მონაცემი ინახება ექსკლუზიურად თქვენს ტელეფონში. სრული გამჭვირვალობისთვის, საწყისი კოდი ყველასთვის ხელმისაწვდომია Github–ზე: https://github.com/novid20org”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ისევ სკანდალი! მეუფე იაკობი: ხელისუფლება მრევლს ემუქრება

ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, მისი ეპარქიის მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლის შემთხვევაში, ხელისუფლება სამსახურების დაკარგვით დაემქურა.

>>>

ბოლო 24 საათის განმავლობაში, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

>>>

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება ლოცვებს პირბადით აღავლენს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება ლოცვებს პირბადით აღავლენს. დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა, რომ პირბადეები სავალდებულო იქნება მრევლისთვისაც.

>>>

ნინო ლომჯარია - ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შექმნილ ვითარებას „ფეისბუქ“ გვერდზე ეხმაურება.

>>>

გიგა ბოკერია - ჯანდაცვის მინისტრმა გაზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც საერთო კოვზით ზიარება დაავადების გადადების რისკად არ მიაჩნია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის აზრით, „იმის დასადგენად, ვრცელდება თუ არა ვირუსი საერთო კოვზით ზიარებისას, მეცნიერული კვლევაა საჭირო“. 

>>>

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

>>>

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. როგორც მიქელაძე ამბობს, გუშინ კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა იყო, რასაც დღეს კიდევ ერთი დაემატა და ისიც ე. წ. ქობულეთის კლასტერიდანაა.

>>>

მეუფე დანიელი - ლოცვას ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის განცხადებით, სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება არ არის გათვალისწინებული.

>>>

შოთა რეხვიაშვილი - ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება

ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?