
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 40 000 აჭარბებს. ინფორმაციას CNN ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 40 585 ადამიანი.
შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 742 442-ს შეადგენს.
ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ნიუ-იორკის შტატში ფიქსირდება,სადაც ბოლო 24 საათში 507 ადამიანი დაიღუპა.