
უკვე მესამე დღეა სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 20-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, სამხრეთ კორეაში კორონავიურსის 10674 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირუსს ქვეყანაში 236 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.