
უკვე მეორე დღეა ჩინეთში კოროავირუსისგან არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე ვირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 8 იმპორტირებულია.
ცნობისთვის, საერთო ჯამში ჩინეთში კორონავირუსის 82747 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 4632 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.