
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას შეურთდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბოლსონარო საპროტესტო აქციაზე პირბადის გარეშე მივიდა და როდესაც მომიტინგეებს მიმართავდა, რამდენჯერმე დაახველა.
„ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის აუცილებელია. არაფერზე მოლაპარაკებას არ ვაპირებთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, გუშინ ბრაზილიაში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული საკარანტინო ზომების გაუქმებასა და სამხედრო ინტერვენციის გამოყენებით კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს დახურვას მოითხოვდნენ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 39 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 2 462 ადამიანი.