ჟენევის საერთაშირისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დისკუსიებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებენ, გვერდზე გადადონ განსხვავებული პოზიციები და თავი შეიკაონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და თითოეულ მოქალაქეს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ხურვალეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციულ ქმედებებს აძლიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლებას ეხმიანება.
კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედის დაბადების დღეს ქვემეხიდან საზეიმო სროლით არ შეხვდებიან. BBC-ის ცნობით, პანდემიის ფონზე წელს დედოფალ ელისაბედის 94-ე იუბილის აღნიშვნაში გარკვეული ცვლილებები შევა და საზეიმო ცერემონიის დროს დისტანცია მაქსიმალურად დაცული იქნება.
როგორ აფორმებენ ცნობილები სააღდგომო მაგიდას.
აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად თითოეული ქრისტიანი განსაკუთრებულად ემზადება, დღეს "აფხაზეთის ხმა" ცნობილების სახლებში შეგახედებთ და განახებთ როგორ ემზადებიან ისინი ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. ამჯერად მომღერალ თეონა კონტრიძის სააღდგომო მაგიდას წარმოგიდგენთ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო რეჟიმის წესები დაარღვია, უარყოფს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორ აფორმებენ ცნობილები სააღდგომო მაგიდას.