
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 1401-მდე გაიზარდა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 24-ს მიაღწია.