ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - კლინიკას ერთი ახალი პაციენტი დაემატა, ორი კი - გამოჯანმრთელდა

Image

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა. მიისვე ინფორმაციით, ახალი პაციენტის ე. წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ამასთან, სოლოღაშვილის თქმით, covid19-ისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი მოზარდია.

„დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი დაგვემატა ახალი კოვიდდიაგნოზით, 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გაეწერა. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემა, არის შუახნის ქალბატონი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქალბატონი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი კონტაქტები შესწავლილია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ამ ეტაპზე გვყავს ისევ 24 პაციეტი, საიდანაც კიდევ ერთი გამოჯანმრთელება დადასტურდა და ისიც გაეწერება.

კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტი რჩება, რადგან გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი არის მოზარდი. არასრულწლოვნებს შორის 4 პაციენტი საყურადღებო რჩება,“ - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება კიდევ 14 პაციენტს ჩაუტარდება.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !