მარინა ეზუგბაია - ჩვენთან კორონავირუსით დადასტურებული 44 პაციენტი წევს, მათგან 2 პაციენტი პრობლემურია - მათი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ პროგნოზირება მაინც შეუძლებელია

Image

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტიდან 2 პაციენტი პრობლემურია. მისივე ინფორმაციით, 7 მოზარდისა და 9 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„ამ 3 დღის განმავლობაში 25 ინფიცირებული მოემატა და ამ ეტაპზე 408 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 18 აპრილს, 85 გამოჯანმრთელებული იყო, დღეს 95-ია, ამ 3 დღის განმავლობაში, 10 გამოჯანმრთელებული დაგვემატა. 408 დადასტურებული შემთხვევა არის, მაგრამ 95 გამოჯანმრთელებული ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სტაციონალებში მხოლოდ 313 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან ახალი პაციენტები არ წვანან, ამ ეტაპზე, კოვიდით დადასტურებული 44 პაციენტი გვიწევს, აქედან 2 პრობლემური პაციენტია, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ პროგნოზირება მაინც შეუძლებელია, დაკვირვებას საჭიროებენ. 44-დან 14 პაციენტი მძიმე პნევმონიით არის, მაგრამ ეს პაციენტები მართვას ექვემდებარებიან, მათთან დაავადების პროგრესირება არ მიდის. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ველოდებით შესაბამისი დღეების გასვლას, რომ მათ გამოჯანმრთელების PCR ტესტი ჩავუტაროთ და კლინიკა დატოვონ. 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს, სტაბილური სიტუაციაა, ველოდებით 2 კვირის გასვლას, რომ განმეორებით ტესტირებაზე დავიწყოთ მონიტორინგი.

ერთ საეჭვო პაციენტთან ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს მონიტორინგისთვის არცერთ ანალიზს არ ვიღებთ, ვნახოთ, ხვალ როგორი სიტუაცია იქნება. წინა დღეებში უარყოფითი ტესტირებული პაციენტების მონიტორინგი გაგრძელდება, ხოლო ახალი პაციენტების მონიტორინგი ხვალ გაგრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა წავიდნენ თუ არა, თვითიზოლაციაში ის ადამიანები, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ და არის თუ არა, მოსალოდნელი კორონავირუსის მასშტაბიანი გავრცელება, ეზუგბაია პასუხობს, რომ მხოლოდ ამ სეგმენტზე საუბარი არ შეიძლება.

„ასე ლაპარაკი არ შეიძლება, მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, ვინც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, ისევე როგორც, ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს. ზოგადად უნდა ვილაპარაკოთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას ვინმე იფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიღაცა სეგმენტზე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !