„ლოს ანჯელეს ტაიმსის“ უკრაინელმა ჟურნალისტმა სერგეი ლოიკომ რუსეთის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თავდაპირველად უკრაინულად მიმართა.
„არჩევანში“ კიევიდან ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევში სნაიპერის ტყვიით მოკლული დათო ყიფიანი საქართველოსთვის იბრძოდა და გულისტკივილი გამოხატა, რომ თბილისში მის ცხედარს არცერთი ოფიციალური პირი არ დახვდა.
დეკემბერში გამოვიარე ბრიუსელში და ვარშავაში, რომ უცხოელი დიპლომატები შემეგროვებინა და უკრაინაში ჩამეყვანა- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ,,არჩევანში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ის დაეხმარა იანუკოვიჩის მოწინააღმდეგეებს, როგორც რჩევებით, ასევე დასავლელი ლიდერების მხარდაჭერითაც.
საქართველოს პრეზიდენტი (2004-20013) მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი-2“-ის გადაცემა „არჩევანში“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს იმის წინაპერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა საქართველოს სიმართლეში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანში“ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-იდან უკრაინაში საცხოვრებლად გადასვლას არ აპირებს.
გადაცემა „არჩევანის“ ეთერში, წამყვანის შეკითხვაზე, მიიღო თუ არა კიევში ოფიციალურ თანამდებობაზე შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილმა დადებითად უპასუხა.
„სევასტოპოლსკიე ნოვოსტის“ ცნობით, ქალაქის ცენტრში დღეს პირველი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა.
აშშ-ს პრეზიდენტისგან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გზავნილი, რომ მან ოპონენტებთან უნდა ითანამშრომლოს, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.
„სპრავედლივაია როსიას“ ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინის „ბერკუტის“ წევრები რუსეთის შსს-ში უნდა დაასაქმონ. - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
ფოტოზე მაიდნის ბარიკადების დამცველი სერგეია, მეტსახელად „საიდი“. ის ბარიკადებზე 25 იანვრიდან ცხოვრობს და, ბუნებრივია, ოჯახი ძალიან ენატრება.