ხუთი ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს დღეს, დილის საათებში ყირიმში თავსდაესხნენ.
ეუთოს სამხედრო სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი ყირიმში შესვლას ვერ ახერხებს. სამხედრო სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც 40-მდე დამკვირვებლისგან შედგება უკვე იმყოფება ყირიმის საზღვართან, მაგრამ ნახევარკუნძულზე ვერ შედის,-ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
ყირიმის პრორუსული ხელისუფლება აცხადებს, რომ რადგან კანონიერად ყირიმი უკვე რუსეთის ტერიტორიაა, აქ უკრაინული არმია განიხილება, როგორც ოკუპანტი.
„ყირიმის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ არალეგიტიმურია“, - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში იან ტომბინსკიმ გააკეთეა.
ოდესელმა მოქალაქეებმა: მსახიობებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და სხვებმა მონაწილეობა მიიღეს კლიპის შექმნაში, რომლის მთავარი გზავნილი ყირიმიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნაა.
მამაკაცი, რომელსაც სამგზავრო მატარებელი დაეჯახა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს თბილისში ( ,,სანზონაში“) ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რკინიგზის ხაზთან მოხდა.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „შერატონში“ გამართული ერთი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 11.381 ლარი დაიხარჯა.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში, „გოგოების დღესასწაულის“ აღნიშვნისას, ქალებმა, რომლებსაც უკრაინის დროშის ფერებში გამოსახული კიმონო ეცვათ, „ნეძალეძენოსუტი ოდორი“, ანუ „დამოუკიდებლობის ცეკვა შესრულეს.
„Russia Today“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა. ლიზ ვოლის განცხადებით, მას არ შეუძლია ისეთ მედიასაშუალებაში მუშაობა, რომელიც მოსკოვის დაკვეთებს ასრულებს.
მისივე განცხადებით Russia Today-ში მუშაობით იგი ეთიკური და მორალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
„ამიტომ არ შემიძლია ვიყო იმ მედიასაშუალების ნაწილი, რომელიც რუსეთის დაფუძნებულია და პუტინის პირდაპირ დავალებებს ასრულებს.
მე ამაყი ვარ იმით, რომ ვარ ამერიკელი და სიმართლის გამარჯვების მჯერა, სწორედ ამიტომ ვტოვებ Russia Today-ს“, - აცხადებს ვოლი.
რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლში სამხედრო ვერტმფრენი მიიტაცეს, რომელმაც უკრაინელი ჟურნალისტები ჩაიყვანა.