
სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალიას ლაბახუას მშობლები გუშინ, გვიან ღამით პრიმორსკოესთან ახლოს მომხდარი ავტოკატასტოფის დროს დაიღუპა.
ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ სოხუმიდან აცნობეს. ავტოსაგზაო შემთხვეის დროს სამი ავტომანქანა დაზიანდა. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა - ავტომანქანას, რომელშიც ლაბახუას მშობლები ისხდნენ, საპირისპირო ზოლზე გადმოსული ავტომობილი შეეჯახა.
ლაბახუას მშობლები შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.
შენიშვნა: ფოტო მასალას ერთვის ილუსტრაციის სახით და არ ასახავს სტატიაში აღწერილ ფაქტს