
სევასტოპოლთან, სოფელ რეზერვნოეში მდებარე უკრაინულ სამხედრო ნაწილზე რამდენიმე წუთის წინ შტურმი დაიწყო.
ამის შესახებ ევრომაიდნის აქტივისტები იტყობინებიან, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან.
"რეზერვნოეს" სამხედრო ბაზაზე ამ წუთებში შტურმი დაიწყო. სასწრაფოდ საჭიროა ჟურნალისტები", - წერს ევრომაიდნის ცნობილი აქტივისტი და ერთერთი ორგანიზატორი მირიამ დრაგინა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.