
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის კრიზისზე ესაუბრა სააგენტო „ფრანს პრესს“. ინტერვიუში პრეზიდენტი პარალელებს ავლებს 2008 წლის მოვლენებსა და ყირიმში არსებულ სიტუაციას შორის.
მისი განცხადებით, ყირიმის დაპყრობისკენ რუსეთს ბიძგი საქართველოსთან ომმა მისცა.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთი ახლა ყირიმში იყენებს საქართველოს სცენარს, რომელიც სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო ძალით დაპყრობას გულისხმობს.
„ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ვერც ჩვენ და ვერც ჩვენმა პარტნიორებმა ვერ შევძელით რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია“, - აცხადებს მარგველაშვილი.