
მიცვალებულის დაკრძალვა განაში მხოლოდ ცერემონიალი არ არის, მასში ჩაქსოვილია ყოველგვარი ტრადიცია რაც ამ პროცესს უკავშირდება.
დაკრძალვა განაში შეიძლება ითქვას, რომ დღესასწაულსაც კი წარმოადგენს. მას ესწრება ასობით ადამიანი და აღნიშნავენ, ადამიანის „ახალი ცხოვრების“ დაწყებას.
განას მოსახლეობა დაკრძალვის ცერემონიალზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ქორწილზე.
რაც შეეხება მიცვალებულის ჩასასვენებელ სასახლეებს, ისინი დიდი ორიგინალობით გამოირჩევიან და თემატურად უკავშირდებიან იმ ცხოვრების წესს, რითიც ადამიანი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.