
21 წლის მამაკაცი კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მომხდარი კრიმინალური ფაქტის გამო დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ის 61 წლის ქალბატონის გაუპატიურების მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
მომხდარის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იტყობინება. ეჭვმიტანილი თანასოფლელ ქალბატონს თავს დაესხა, მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მომხდარს შსს-შიც ადასტურებენ.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია