სადაც რუსეთია, იქ არის ,,სამყარო“ და ,,კეთილდღეობა“ -ამ ცინიკური შინაარსის აღწერას ურთავს რუსი ბლოგერი ალექსანდრ ჩიპლიევი ოკუპირებულ ტყვარჩელში გადაღებულ ფოტოებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი წერს, რომ დაცვის პოლიციის ახალ უფროსს, რომელსაც ორშაბათს წარადგენენე, პრემიერმინისტრის სიმამრის ოჯახთან ნათელ-მირონი აკავშირებს.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის წაკითვისას დიდ სიამოვნებას მიიღებენ, როგორც დაინტერესებული პირები, ასევე თურქული სერიალებისა და დეტექტივების მოყვარულები,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირების, თვითმმართველ თემში - გამგებლის, ხოლო თვითმმართველ ქალაქში - მერის პირდაპირი არჩევის წესი. მათ ოთხი წლის ვადით და 50%-იანი საარჩევნო ბარიერით აირჩევენ.
საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი უკრაინელ სპორტსმენებს დისკვალიფიკაციით ემუქრება.
უბედური შემთხვევა მოხდა სვანეთში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ტურისტი დაიღუპა.
უკრაინაში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები მყიდველებს საშუალებას აძლევენ ამოიცნონ თუ რა პროდუქტია შესული რუსეთის ფედერაციიდან და ამის შემდეგ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მისი შეძენა.
ყირიმის ნახევარკუნძულზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამ დროისათვის ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის 30 ათასი ჯარისკაცი იმყოფება.