
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პაატა ზაქარეიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ზაქარეიშვილი გაეროს ფონდიდან აფხაზეთის დაფინანსებას დადებით ფაქტად აფასებს.
,,ზაქარეიშვილის თქმით, 15 მილიონი დოლარი პატარა თანხაა და პრობლემა არ არის, რომ გაერომ მისცეს აფხაზეთს. არადა, ამ თანხით თითოეული ჩვენი დევნილი 100-100 ლარიან დახმარებას მიიღებდა! ეს კაცი ვის ინტერესებს ემსახურება?!“-წერს შაშკინი.