
ყირმში მყოფი უკრაინელი სამხედროები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან ინსტრუქციებს ელოდებია, როგორ მოიქცნენ სამხედრო ნაწილებზე რუსი აგრესორების თავდასხმის შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „კანონის შესაბამისად“ მოქმედების უფლებას იტოვებენ.
აეროდრომ „ბელბეკის“ ბაზის უკრაინელი სამხედრო ნაწილის მეთაურის, პოლკოვნიკ იური მამჩურის ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების მხრიდან ულტიმატუმები ინტენსიურ ხასიათს იძენს.
შეგახსენებთ, რომ იური მამჩური ის სამხედრო პირია, რომელიც ნაწილის ჯარისკაცებს ასაფრენი ზოლისკენ გაუძღვა, სადაც რუსი სამხედროები მორიგეობდნენ. რუს აგრესორებს მაშინ მებრძოლები უკრაინის სახელმწიფო დროშით, ჰიმნის სიმღერით მიადგნენ, მათ კი ჰაერში სროლა დაიწყეს.
ვიდეომიმართვაში, რომელიც პოლკოვნიკმა მამჩურმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ თუ ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სარდლობა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ უნდა იმოქმედონ ყირიმში განთავსებული ნაწილების მეთაურებმა რუსი აგრესორების თავდასხმის შემთხვევაში, ნაწილები იმოქმედებენ წესდებისა და უკრაინის კონსტიტუციიდან გამომდინარე და ყველა ზომებს მიიღებენ ნაწილში შეჭრის აღსაკვეთად, აგრესორებისთვის ცეცხლის გახსნის ჩათვლით.