
შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გურამ დონაძის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დონაძე ნავთლუღის სპეცოპერაციის შესახებ პასუხობდა გამოძიების შეკითხვებს.
ამავე საქმეზე კუდის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა და შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გიორგი მაზმიშვილი ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს, დათა ახალაია კი დამნაშავედ სცნეს.
გურამ დონაძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მან გამოძიებას სწორი და მართალი პასუხები გასცა.