ანი ნადარეიშვილი: ჩხრეკაზე დასწრების უფლება გვქონდა, მაგრამ ლევან ქარდავას სახლიდან ძალით გაგვიყვანეს

Image

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა კუდ-ის ყოფილი უფროსის ლევან ქარდავას სახლში ჩრეკის ჩატარების პროცესის შესახებ ისაუბრა და დარღვევებზე მიუთითა.

 

ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველები არ დაელოდნენ ადვოკატის მოსვლას, რადგან ჩხრეკა გადაუდებელი იყო:

 

„ჩხრეკა ჩატარდა ადვოკატის გარეშე, რადგან ადვოკატს არ ჰქონდა მოსვლის დრო, ჩხრეკა კი რატომღაც იყო გადაუდებელი. მეუღლეს ჰქონდა უფლება მოეწვია ოჯახის ახლობელი ჩხრეკაზე დასასწრებად და მან ეს გააკეთა. მოწვეულთა შორის ვიყავი მეც.

 

გამომძიებელი ხშირად რეკავდა, ამის შემდეგ პოლიციელები შემოვიდნენ და ჩვენ გამოგვიშვეს გარეთ ისე, რომ ჩხრეკა ჯერაც არ იყო დაწყებული. ამასთან, სამართალდამცველები კარის შემტვრევას აპირებდნენ, უკვე გამოძახებული ჰყავდათ მაშველები, მაგრამ ჩვენ კარი თვითონ გავუღეთ.

 

ჩხრეკას ესწრებოდნენ ოჯახის წევრებიდან ლევან ქარდავას მეუღლე, ასევე სახლში იყო სამი მცირეწლოვანი ბავშვი. მე არ ვიცი, რას დაუპირისპირებს დაცვის მხარე პროკურატურის ბრალდებებს ბაჩო ახალაიასა და ლევან ქარდავას მიმართ, თუმცა, ჩვენ ბევრი მსგავსი ლეგენდა გვსმენია ბაჩო ახალაიას მიმართაც, რომ თითქოს ის ჭამდა ბავშვებს, ხარშავდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ლეგენდები რჩებოდა ლეგენდებად, როცა საქმე მიდიოდა სასამართლომდე.

 

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ხვალ უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი დათა ახალაიას საქმეზე, ხოლო ასეთ დროს, როგორც პროკურატურას სჩვევია, ისინი ზრუნავენ ახალი ბრალის წარდგენაზე“, - განაცხადა „კურიერში“ ანი ნადარეიშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !