მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსნის Truxtun–ის შავ ზღვაში ყოფნის ვადა გაგრძელებულია. ბულგარეთთან და რუმინეთთან ერთობლივი სწავლების დასრულების დრო არ კონკრეტდება.
დაახლოებით ორი საათის წინ თბილისში, აეროპორტის გზაზე, ვარკეთილის ხიდის მოაჯირი გაიტანა და ქვედა გზაზე გადავარდა BMW-ს მარკის ა/მანქანა, რომელიც მოძრავ მიკროავტობუსს დაეცა.
16 მარტს თბილისში, ვაკეში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ორგანიზაცია "ევრაზიული არჩევანი – საქართველო" ყირიმში რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერ აქციას "ყირიმი – რუსეთია" გეგმავს, ხოლო სოციალური ქსელით ამ აქციის კონტრაქცია ერთი საათით ადრე დაანონსდა.
ვარკეთილში, 180-ე საჯარო სკოლის ეზოში წუხელ გვიან ღამით 24 წლის ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
გიორგი თარგამაძე ,,ქრისტიან დემოკრატების" ლიდერი აღარ არის. ოფიციალური განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს,-ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო გამოშვება „მოამბე" ავრცელებს.
კოალიცია ,,ევრაზიული არჩევანი – საქართველო“ 16 მარტს აქციას “ყირიმი რუსეთია” გამართავს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "ევრაზიული არჩევანი – საქართველოს" ოფისიდან აცნობეს.
სინდიცირებული კრედიტების ბაზარი რუსეთის ფედერაციისთვის დაიხურა, ხოლო მილიარდობით დოლარის საკრედიტო ხაზები, რომლებიც ფორმირების პროცესში იმყოფებოდა, გაყინეს ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მოლოდინში. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთერთი დამფუძნებელი სერგი კაპანაძე წერს, რომ რუსეთის მიერ მომზადებული „ხუთი პუნქტის“ მიხედვით, რითაც ამ ქვეყანამ თითქოსდა უკრაინაში სიტუაციის განმუხტვის გეგმა შექმნა, უკრაინა შეწყვეტს არსებობას იმ ფორმით, რა ფორმითაც დღემდე არსებობდა.
საქართველოს საპატრიარქო როლანდ ახალაიას საპასუხოდ, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში არის ნათქვამი, ახალაიამ ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი შენობის აშენების შესახებ მზადყოფნა თავად გამოთქვა, თუმცა ის არ განხორციელებულა.
ერთი და იგივე რუსი ,,ტურისტები“ არეულობაში მონაწილეობდნენ, როგორც რიგაში 2009 წელს, ასევე დონეცკში 2014 წელს.