
რამდენიმე დღის წინ დაკავებული ლალი ანთია სატელეფონო საუბრისას ,,ღია ბოქლომის“ ჟურნალისტს ატყობინებს , რატომ მოხდა მისი დაკავება, სამომავლო გეგმებზე ესაუბრება და ჟურნალისტს დავალებებს აძლევს.
მისი თქმით,მან ექსპერტიზა არ გაიარა და სასამართლომ ამიტომ ,,მობრუნება“ გამოიყენა. ანთია იმასაც აცხადებს, რომ სასამართლოს მობრუნება რომ არ გამოეყენებინა, სასჯელი მოსახდელი დარჩებოდა, ახლა კი მის განაჩენს ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხება.
ანთია ბესელიას მადლობას უხდის და ,,ღია ბოქლომის“ ჟურნალისტს ავალებს შეიძინოს გაზეთი ,,ასავალ დასავალი“, სადაც მისი ინტერვიუ გამოქვეყნდება, შემდეგ კი ამ ინტერვიუს ვინმე გოდერძი ტელევიზიით გაავრცელებს.
,,ეს მოხდა იმიტომ რომ ექსპერტიზა არ გავიარე და გამოიყენა ჩემს მიმართ სასამართლომ მობრუნება. არ მობრუნების შემთხვევაში მე ისევ დამრჩებოდა სასჯელი მოსახდელი და ახლა მეკუთვნის უდო, განაჩენი მომივა ამ კვირეში და გავა უდოთი.
მე როგორ ვგრძნობ თავს და მე ინტერვიუ მივეცი ჯაბას ორშაბათს იქნება ჩემი ინტერვიუ ასავალ-დასავალი ,რომელიც შენ უნდა იყიდო და იქ გოდერძი ტვ-ზე გაავრცელებს. ხოდა ასე გადაეცი ჩემს მტრებს მირცხულავას შორენას შენნაირ ჭანჭიკებს ათჯერ რომ მოვხვდე ციხეში იქით მოვერევითქო, ვინ ხარ შენ ისიც ვიცი და ვისი დაქირავებულითქვა, ისიც ვიცი რა გამოძრავებს და რა განტერესებს, მაგრამ არ ჩაგივათქვა ფეხი. ეკა ბესელიასნაირები იქნება უმრავლოს საქართველოს აქანა პატიმრები სულ ეკა ბესელიაზე ლაპარაკობენ. ვიამაყოთ ჩვენ ეკა ბესელიათი ჩემო სოსო,“- უთხრა ანთიამ ,,ღია ბოქლომის“ ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისას.