-
2014-03-18 15:53
დიმიტრი შაშკინის დაკითხვა დასრულებულია. მთავარი პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დაკითხვის დეტალებზე ისაუბრა:
„შეკითხვები ეხებოდა აგრარულ უნივერსიტეტს და კახა ბენდუქიძეს. მე ვეცადე, რომ გაგმომძიებლებისთვის ამეხსნა ის, რომ ეს არ იყო პრივატიზაციის პროექტი. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განათლების სისტემაში, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ თანამედროვე უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს დაახლოებით 4 ათასი სტუდენტი და არის ძალიან ბედნიერი იმით, რომ იღებს მაღალი დონის განათლებას.
გამომძიებლებს აინტერესებდათ ის, თუ რა მიზეზი ჰქონდა კახა ბენდუქიძეს, რომ განეხორციელებინა ასეთი ინვესტიცია ამ უნივერსიტეტში. ძალიან რთულია ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ კახა ბენდუქიძე ყველასთვის არის ცნობილი იმით, რომ გააკეთა ყველაზე ძლიერი უნივერსიტეტი.
რუსეთში იყო მეფე ივან გროზნი, რომელმაც კატა გაასამართლა, თუ ასეთი იურისპრუდენციით მივდივართ.. welcome”, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.