
ვლადიმირ პუტინმა „ბენდერების იდეური მემკვიდრეები“ უწოდა უკრაინის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ისინი ქვეყანაში არაფერს აკონტროლებენ და რადიკალების გავლენის ქვეშ არიან:
„ზოგიერთ მინისტრთან მოხვედრა მიღებაზე შესაძლებელია მხოლოდ ევრომაიდნის ბოევიკების ნებართვით - ეს არ არის ხუმრობა, ეს დღევანდელი რეალობაა“.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს უცხოელი სპონსორები და კურატორები ჰყავთ, ხოლო კიევში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალება:
„მე მესმის იმ გამომსვლელების, რომლებიც გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად მაიდანზე და აპროტესტებდნენ კორუფციას, ითხოვდნენ უკეთეს ცხოვრებას, მაგრამ მერე იქ სიტუაცია შეიცვალა“, - აცხადებს ვლადიმირ პუტინი.