
,,დედოფლისწყაროს ახალი გამგებელი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის მეჯვარე ყოფილა,“-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
ნადირაშვილს შიოლაშვილის საქორწინო ცერემონიალის ამსახველი ვიდეომასალიდან ამოჭრილი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ჩანს, რომ ირაკლი შიოლაშვილის მეჯვარე დედოფლისწყაროს ახალი გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილია.