-
2014-03-18 17:11
"ქართული ოცნების" მიერ დანიშნული სპეციალისტების მიერ შედგენილ სიაში, რომლებსაც გამოსაზამთრებლად, შეშისთვის საჭირო 200 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გადაეცათ, 23 ისეთი პირია შეყვანილი, რომლებიც სოფელში არ ცხოვრობენ.
მონაცემებს "ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაცია აქვეყნებს და წერს, რომ თანხა არასწორად განაწილდა მაშინ, როცა სოფელში 50-დე ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა. " სოფელ კარბის მონაცემები მერეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის გიორგი გვიმრაძის შედგენილია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გვირმაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, დაინიშნა სპეციალისტის თანამდებობაზე ,, ქართული ოცნების“ მხრიდან. მის ოჯახში, ერთ ჭერქვეშ მცხოვრებს დახმარება აქვს აღებული მას,(ბენეფიციართა სიით - 2840), მის მამას - ომარ გვიმრაძეს (ბენეფიციართა სიით - 2839) და ასევე მის შვილს - ომარ გვიმრაძეს (ბენეფიციართა სიით - 2893), რომელიც თბილისში ცხოვრობს.
აღნიშნულ სოფლებში არსებობენ ოჯახები, რომლებიც საერთოდ არ ცხოვრობენ სოფელში და შესაბამისად, სად უნდა გამოეყენებინათ შეშისთვის 200 ლარიანი დახმარება საკითხავია?! ხოლო მეორე კატეგორიას საერთოდ არ აქვთ სახლები სოფელ კარბში და შესაბამისად, არამართლზომიერად არიან შესულნი ბენეფიციართა სიაში, მაშინ როდესაც სოფელში დახმარება 50-მდე ოჯახს არ აქვს აღებული", - წერენ "ნაციონალური მოძრაობის" გორის ფეისბუქ-გვერდზე.
აქვე აგამოქვეყნებული იმ პირთა სიაც, რომლებიც, რეალურად, სოფელში არ ცხოვრობენ, ხოლო დახმარება მიიღეს. ქვეყნდება როგორც ბენეფიციართა სიის ნომრები, ასევე მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.