
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ახლა საჭიროა ისტერიკის შეწყვეტა და ცივი ომისდროინდელ რიტორიკაზე უარის თქმა.
„ყველა უნდა შეეგუოს, რომ რუსეთი არის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქვეყანა და მას აქვს ეროვნული ინტერესები, რომლებსაც ყველამ პატივი უნდა სცეს და უნდა გაითვალისწინოს“, - ამბობს ვლადიმირ პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტი მადლობას უხდის ჩინეთის ხელმძღვანელობას, ასევე ინდოელებს - თავშეკავებისთვის და მიმართავს რა გერმანელებს, ახსენებს მათ, რომ ორად გაყოფილი გერმანიის გაერთიანების მომხრე ბევრი ქვეყანა არ იყო, მაშინ როცა რუსეთმა ამ გაერთიანებას მხარი დაუჭირა.
მიმართვის დროს ვლადიმირ პუტინმა კიევს „რუსული ქალაქების დედა“ უწოდა, ხოლო მისი მიმართვის შემდეგ ყირიმის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციაში ყირიმის რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის მიღების შესახებ შეთანხმებას.