საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღშფოთებულია დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტით და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ თუ ვინ დაესხა თავს დეპუტატს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "რეაქციაში" უარყო გადაცემის წამყვანის ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დეპუტატებს თოქშოუებში მისვლას უკრძალავდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია დღეს, 14:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში დაკითხვაზეა დაბარებული.
2005 წლის 3 თებერვლის ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ „კვირის პალიტრა“ საბურთალოს ქ. #53-ში იმ ბინას ვესტუმრეთ, სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები იპოვეს. მისი მეპატრონე კვლავ ეკა კიკიანია.
უცნობი პირების თავდასხმის შედეგად დაზარალებული დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ღუდუშაურის კლინიკაში გვიან ღამით მივიდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ელექტროშოკის გამოყენებით რვა პირმა სასტიკად სცემა. დეპუტატი ამჟამად საავადმყოფოშია. ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა.
2013 წლის თებერვალში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ისაუბრა რა რუსეთსა და საქართველოს შორის „ძმურ და მეგობრულ“ ურთიერთობებზე, ვლადიმირ პუტინს „ბრძენი ადამიანი“ უწოდა.
მოყვარული თვითმხილველის მიერ სანზონაში გადაღებული კადრები, როგორ გააჭრა მძღოლმა სანზონაში, გაყოფილი გზის საპირისპირო ნაწილში, პორტალების ჰიტად იქცა.
"დნეპრისა" და კიევის "დინამოს" შეხვედრის დროს ბოიკო შემთხვევით შეეჯახა გუსევს, რომელსაც თავში მუხლი მთელი ძალით მოხვდა და გონება დაკარგა.
31 მარტს, 12:00 საათზე შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები ბრიფინგს მართავენ. ჟურნალისტებთან შეხვედრა სოფელ თელეთში, თათუხაშვილების სახლში გაიმართება.