
რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ნატოს გადაწყვეტილება რუსეთთან თანამშრომლობის „გაყინვის“ შესახებ 2008 წელს ალიანსის მიერ მიღებულ იგივე ზომებს შეადარა და „ტვიტერზე“ იქილიკა.
საკუთარ მიკრობლოგზე დიმიტრი მედვედევმა დაწერა:
„ნატომ გადაწყვიტა, ივნისამდე გაყინოს თანამშრომლობა რუსეთთან. ამასთან, განცხადება ამაზე 1 აპრილს გააკეთეს. წინა შემთხვევა 2008 წელს იყო, როცა მათ გაყინვა მთელი სამი თვე გააგრძელეს და დეკემბერში დაადნეს. რა უნდა თქვა: ცივი ომია და ყინავენ“.