
livepress.ge-მ ზუგდიდში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობისას გადაიღო საჯარო მოხელეები, რომლებიც, სამუშაო საათების მიუხედავად, დადიანების სასახლის ეზოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.
აქ იყვნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და გუბერნატორი. შეხვედრაზე მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო შესაძლებელი. "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ "ლაივპრესის" ვიდეომასალას.