ნატომ რუსული აგრესიისგან ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების დაცვა გადაწყვიტა, თუმცა, ჩამონათვალში საქართველო არ არის

Image

იმ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც ნატომ სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება გადაწყვიტა, საქართველო არ არის.

 

როგორც  The Guardian წერს, რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის მიტაცების შემდეგ ნატომ გადაწყვიტა, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები რუსეთის შემდგომი, შესაძლო აგრესიისგან დაიცვას და ამ მიზნით 1 აპრილს ახალი გეგმა გაახმიანა, რომლის მიხედვითაც ნატო სომხეთთან, აზერბაიჯანთან და მოლდოვასთან ერთობლივი სწავლების გამართვას გეგმავს.

 

„მიმდინარე კონტექსტში აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობის მხარდასაჭერად“, - ასე ჰქვია გეგმას, რომელიც ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 1 აპრილს შეიმუშავეს და რომელიც ზემოთჩამოთვლილ სამ ქვეყანასთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩამონათვალში არ არის საქართველო. ეს, შესაძლოა, იმით იყოს გამოწვეული, რომ ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებთან ალიანსი თანამშრომლობის პირველ ეტაპს იწყებს, რაც საქართველოსთან მიმართებაში, უკვე წლების წინ გავლილი ფორმაა.

 

გეგმის მიხედვით, ნატო მოლდოვაში საკვანძო კავშირის ცენტრის გახსნას გეგმავს, სომხეთში - სამხედრო მომზადების ცენტრის შექმნას, ხოლო აზერბაიჯანში განახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება კასპიის ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების დასაცავად.

 

ნატოს კომიტეტმა, ამ საკითხების გარდა, ბრიუსელში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების აღმოჩენისა და რუსეთთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილებებიც მიიღო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !