ტელეკომპანია "იმედი" აანონსებს რა 13 აპრილის გადაცემას "პანორამა", ანონსში ორჯერ, გადაცემის რესპოდენტების პირით ახსენებს "რუსთავი-2"-ს, სამაუწყებლო კომპანიისთვის არასასურველ კონტექსტში.
იმ პირებმა, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტით ხშირად სარგებლობდნენ და ქვემოთაღწერილი შემთხვევის მოწმენი გახდნენ, „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის 40-დე პროკურორი ერთი დღით, ჩარტერული რეისით ისრაელში გადაფრინდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გიგი უგულავამ თითქმის შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. მას საგამოძიებო სამსახურის ოფისის წინ ჟურნალისტები, თანამებრძოლები და მეგობრები ელოდებოდნენ.
გიგი უგულავას დაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, ღამის სამი საათისთვის შეტაკება მოხდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფისთან.
დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის მილიციის განყოფილება ნიღბიანმა ე.წ. თავდაცვითი რაზმის წევრებმა შტურმით აიღეს. მათ შესახვედრად გამოსული უიარაღო, ხელებაწეული მილიციელების კორდონი ჰაერში სროლით გაიარეს.
ძალიან რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამ წყვილმა უშეცდომოდ შეძლო შეესრულებინა ურთულესი საცეკვაო ილეთები.
12 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 18 საათზე კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში 77 წლის გიორგი ანანიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.
უკვე ხუთ საათზე მეტია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს. მის დასრულებას საგამოძიებო სამსახურის ოფისის წინ ჟურნალისტები და გიგი უგულავას მეგობრები ელოდებიან.
ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი უკრაინაში, ყირიმთან დაკავშირებულ მოლენებს აღწერს და ამბობს, რომ ის უმცირესობაში აღმოჩნდა, რადგან დანარჩენების უმრავლესობა "ურას" გაჰყვირის.
„სიტუციამ ყირიმში შესაძლოა „დომინოს ეფექტი“ გამოიწვიოს“-ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავუთოღლუმ განაცხადა.