ირმა ინაშვილი არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს

Image

მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, არცევნებში კენჭი იყაროს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამას გადაწყვეტს, ის, შესაძლოა, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით დასახელდეს, რომელსაც დავით თარხან-მოურავი ლიდერობს.

 

ირმა ინაშვილმა ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ უთხრა:

 

"ჩემი ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსი" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეს არის ჩემი მეგობრების მიერ დაარსებული პარტია, ჩვენ ერთად ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილს მთელი ათწლეულია, არსებობდა წინააღმდეგობის მოძრაობა, შემდეგ უკვე პარტიაც შეიქმნა. პირადად ჩემ საკითხს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მივიღო მონაწილეობა", – აცხადებს ინაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

იგი ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ცოტნე გამსახურდიასთანაც, რომელიც არჩევნებში ამ პარტიის სიით მონაწილეობას დათანხმდა. თვითონ გამსახურდიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი პასუხი ზემოხსენებული შეთავაზებაზე "უფრო დადებითი იქნება ვიდრე უარყოფითი".

 

მან პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის სავარაუდო ათეულიც გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება: 1. დავით თარხან-მოურავი 2. ცოტნე გამსახურდია 3. ირმა ინაშვილი 4. ადა მარშანია 5. მანუჩარ მაჩაიძე 6. სოსო მანჯავიძე 7. გიორგი ლომია 8. ერეკლე საღლიანი 9. ზაზა მამალაძე 10. ვაჟა ოთარაშვილი.

 

ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ეს რეალური სიაა, თუმცა პირადად მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია:

 

"მე ვმუშაობდი იმ ჟურნალისტიკაში, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებს და მთელ იმ პროცესებში ვმონაწილეობდი, რაც ამ ქვეყანაში ვითარდებოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამიტომ არ ვთვლი, რომ პოლიტიკისაგან შორს ვიყავი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მაქვს გადაწყვეტილი მივიღებ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ თუ მივიღებ: ჩემი მთავარი ამოცანა ნაციონალური მოძრაობის შევიწროვება იქნება პოლიტიკური სივრცის ყველა კუთხე–კუნჭულში. ეს არის ჩემი მიზანი", – აცხადებს ინაშვილი.

 

ინაშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება პარტიის კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში. "პატრიოტთა ალიანსი" 2012 წელს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ბაზაზე ჩამოყალიბდა. პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან–მოურავია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !