პენტაგონი: რუსეთის ქმედება "დონალდ კუკთან" მიმართებაში პროვოკაციული იყო

Image

პენტაგონის წარმომადგენელმა "არაპროფესიონალური და პროვოკაციული" უწოდა რუსეთის კუთვნილი ორი "სუ-24"-ის ქმედებას შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში, როცა ეს უკანასკნელები დაბალ სიმაღლეზე დაეშვნენ და რამდენჯერმე გადაუფრინეს აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილი "დონალდ კუკს".

 

პენტაგონის პრესმდივანმა პოლკოვნიკმა სტივენ უორენმა აღნიშნა, რომ "სუ-24"-ებს არ მოუხდენიათ რეაგირება გამაფრთხილებელ სიგნალებზე. მისივე თქმით, მათ რამდენჯერმე გადაუფრინეს "დონალდ კუკს" და ინციდენტი გართულებების გარეშე დასრულდა. პოლკოვნიკის განცხადებით, 12 აპრილს რუსული მოიერიშეების მანევრები 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

"რასაკვირველია, "დონალდ კუკს" შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე ორი მოიერიშის მოგერიებაა", - განაცხადა პოლკოვნიკმა უორენმა და დაამატა: - "მიჭირს დავიჯერო, რომ ორი რუსი პილოტი თავად აირჩევდა, საით უნდა გაფრენილიყო".

 

პენტაგონის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ "დონალდ კუკს" გააჩნია დიდი საბრძოლო შეიარაღება, მათ შორის, ტორპედოები და ფრთოსანი რაკეტები "ტომაჰავკი".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !