-
2014-04-16 00:47
ფილმში, რომელსაც "ნამცეცები" ჰქვია და რომელიც კინოსტუდია "პიონერფილმისა" და თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლობითაა გადაღებული, რეალურად არსებული ბავშვების ყოფას ასახავს, თუმცა, მათ როლს სხვა ბავშვები თამაშობენ.
ფილმი 2013--წლის 3--14 აგვისტოს თერჯოლაში ჩატარებული კინომოყვარულთა, საერთაშორისო ბანაკის ფარგლებში გადაიღო ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო თორთლაძემ.
რეჟისორის თქმით : „ფილმი რეალობაზეა აგებული და რადგან ბავშვების მდგომარეობა ფსიქოლოგიურად კიდევ არ დაგვემძიმებინა ,გადვწყვიტეთ, მათი მდგომარეობა სხვა ადამიანებს განესახიერებიათ,დამერწმუნეთ რეალობა უფრო მწარეა.
ინტერნეტსივრცეში ფილმმა უამრავი ადამანის ყურადღება მიიქცია,მათ ოჯახის ბედი გულთან ახლოს მიიტანეს და დახმარების სურვილი გამოთქვეს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ და სხვა მსგავსი ოჯახების დასახმარებლად ანგარიში გაგვეხსნა.
ჩარიცხული თანხა თუ სხვა სახის დახმარება (ტანსაცმელი ,საკვები ..) მთლიანად გადანაწილდება მათ დასახმარებლად ( ამგვარი ოჯახების სტატისტიკა კი ძალიან მაღალია ) . თითოეული თქვენგანი მიიღებს ინფორმაციას ვის მოხმარდება მის მიერ ჩარიცხული თანხა. მართლაც რომ ძალიან რთულია, ყოველ ახალ დღეს ფიქრი იმაზე, თუ რით გამოკვებო ბავშვები.
დავეხმართ ჩვენს შვილებს ...თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს, ერთად ვიბრძოლოთ მომავალი თაობისთვის.
ანგარიშის ნომერი გახსნილია საქართველოს ბანკში: GE28BG0000000121696700
მიღების დასახელება: „კავშირი „ბავშვები საქართველოს მომავალი“
ნებისმიერი კითხვით მოგვმართეთ : 514 08 01 40.“
შენიშვნა: გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად რედაქცია განმარტავს, რომ მას არ გადაუმოწმებია, ეკუთვნის თუ არა აღნიშნულ ორგანიზაციას მითითებული ანგარიში, აქედან გამომდინარე, მის სიზუსტეზე პასუხს არ აგებს.