სკანდალი „ქართულ ოცნებაში“: ევროპელი კოორდინატორი თაღლითობისთვის გაადეპორტეს?

Image

„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ კულუარებში განსაკუთრებული სიმწვავით განიხილება საკითხი, რომლის გახმაურებასაც ერიდებიან. ოფიციალურ სტრუქტურებს სკანდალთან დაკავშირებული ფაქტები არ გაუსაჯაროებიათ.

 

განახლებულია: 16.04.2014; 19:55.

 

მასალის გამოქვეყნების შემდეგ "აფხაზეთის ხმას" თავად გიორგი მარჯანიძე დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება. წერილობითი ფორმით მისი პასუხი უახლოეს პერიოდში, მიღებისთანავე გამოქვეყნდება.

- 

საქმე ეხება აქამდე ანტვერპენში ოჯახით მცხოვრებ კოალიციის წევრსა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში „ქართული ოცნების“ აქტივისტსა და კოორდინატორს გიორგი მარჯანიძეს, რომელიც, ბელგიელ სამართალდამცველებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, არსებული ინფორმაციით, საქართველოში გაადეპორტეს.

 

„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, მხედველობადაქვეითებული გიორგი მარჯანიძე თაღლითობასა და აფიორაში აღმოჩნდა გარეული, რომელშიც მისივე ნათესავები მონაწილეობდნენ: წყაროს ცნობით, ჯგუფი ბელგიაში ქართველი ემიგრანტებისთვის ყალბ საბუთებს ამზადებდა. პოლიციამ აიყვანა ჯგუფის წევრები, ხოლო გიორგი მარჯანიძეს, იმის გამო, რომ მასთან მიმართებაში გამოიკვეთა საეჭვო კავშირები, ოჯახით მოსთხოვეს ბელგიის დატოვება:

 

„გიორგი მარჯანიძის ნათესავი, ვინმე ეკა, ამზადებდა ყალბ საბუთებს და ამაში თვითონ მარჯანიძეც იყო გარეული. პოლიციამ ჯგუფის წევრები აიყვანა. მათ შორის, აიყვანეს მარჯანიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ უსინათლოა. პოლიციამ ექსპერტიზა დანიშნა და გაირკვა, რომ ერთ თვალში მარჯანიძეს მხედველობა არ აკლია“, - განუცხადა ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა „აფხაზეთის ხმას“.

 

„აფხაზეთის ხმა“ მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ცდილობდა ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირებას, თუმცა, ჩვენთვის ცნობილ ერთ ნომერზე ზარს არ პასუხობდნენ, ხოლო მეორე ნომერზე ფაქსის აპარატი იყო ჩართული.

 

„აფხაზეთის ხმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა და მოითხოვა გიორგი მარჯანიძესთან დაკავშირებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა, თუმცა, პრესსამსახურის წარმომადგენელმა „აფხაზეთის ხმას“ განუცხადა, რომ თავად ხსენებული პიროვნების თანხმობის გარეშე საკონსულო ინფორმაციას ვერ გასცემს.

 

„აფხაზეთის ხმის“ შეკითხვაზე, ვრცელდება თუ არა ეს წესი მათზეც, ვისაც დეპორტი უცხოელ სამართალდამცველებთან კონფლიქტის გამო შეეხოთ, პრესსამსახურმა დადებითად უპასუხა: „დიახ, ყველასთვის საერთოა, ამას კანონი ითვალისწინებს“.

 

გიორგი მარჯანიძე 2012 წლის არჩევნების წინაპერიოდში მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში სხვადასხვა ქალაქში, ასევე „ქართული ოცნების“ ეგიდით გამართულ შეხვედრებში.

 

ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილის ყოფნის დროს გიორგი მარჯანიძე ქართველ ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაშიც მონაწილეობდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალური ქსელების ფოტოალბომებში აქვს გასაჯაროებული.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !