აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. “ 2020 წლის 28 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 141 500 000 ლარი.

>>>

შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, დღეს, ბოლნისში დაინფიცირების 5, თეთრიწყაროში კი 7 შემთხვევა დაფიქსირდა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დღეს, ბოლნისში დაინფიცირების 5, თეთრიწყაროში კი 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

>>>

გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულთა დახმარების გეგმა „ნეპოტიზმისა და კორუფციის წყარო იქნება“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულთა დახმარების გეგმა „ნეპოტიზმისა და კორუფციის წყარო იქნება“.

>>>

CNN - „დაუდგენელი საჰაერო ფენომენი“ (ვიდეო)

CNN ავრცელებს ინფორმაციას, პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, რომელზეც გამოსახულია „დაუდგენელი საჰაერო ფენომენი“. 

>>>

საგარეო უწყება - 28 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 16,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8,372

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, - ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

>>>

მედიის ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო რევანშისგან, პრაღის მერს 24 საათის მანძილზე პოლიცია იცავს

პრაღის მერს, ჟდნეკ ჰრჟიბს 24 საათის მანძილზე პოლიცია იცავს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა ჩეხურმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ მის მოწამლვას რუსული სპეცსამსახურები აპირებენ.

>>>

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.

>>>

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, -ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში რვა პაციენტი იმყოფება, ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კი კლინიკას დღეს დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ დაახლოებით 15 პაციენტის გამეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან გაეწერებიან. რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში კვლავ რვა პაციენტი რჩება.

>>>

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?