გია ბარამიძე უკრაინული მედიის ინფორმაციას, რომ უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს, არ ადასტურებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე უკრაინული მედიის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს, არ ადასტურებს.

როგორც გია ბარამიძემ, განაცხადა სულ ახლახანს, დასრულდა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა უკრაინის პარლამენტში ფრაქცია „გოლოსთან“.

„ჩვენ ნამდვილად ვერ დავადასტურებთ აღნიშნულს, ვინაიდან ამის თაობაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. ეს ასე რომ იყოს, მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ დამალავდა და გადაწყვეტილებას ცხადია, საზოგადოებას აცნობდა.ხოლო რასაც დაგიდასტურებთ და რაც ნამდვილად მოხდა არის ის, რომ სულ ახლახანს დამთავრდა უკრაინის პარლამენტში, რადაში, პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ფრაქცია „გოლოსთან“. ეს პარტია ფორმალურად არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, მაგრამ საკმაოდ რეფორმატორულად განწყობილი დეპუტატთა კორპუსი ყავს. ამ შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულ, კარგ და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. ბევრია ახალ პოლიტიკოსებში ისეთი, ვისაც უკრაინაში რეფორმების განხორციელება უნდა, მაგრამ ასევე ბევრი არის, ვისაც ეს არ აწყობს. ამიტომ არის, რომ უკრაინა უკვე 30 წელია დამოუკიდებელია, მაგრამ იმ კორუფციის ჭაობშია, რომელშიც ჩვენ ვიყავით. უკრაინაში ძალიან ბევრი ოლიგარქია, ოლიგარქიული სისტემაა და ეს პოლიტიკური თუ ფინანსური ელიტა ხეირობს ამ სიტუაციით და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ამ ძალებისგან არის უზარმაზარი. ამიტომ სჭირდება პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც ახლა მიშას ხშირად ეძახიან, პოლიტიკური „ბულდოზერი“, რომ ეს კორუფციული სისტემა გაიწმინდოს და ბუნებრივია პირველი ბრძოლა სწორედ ახლა გაიმართება“,- განაცხადა გია ბარამიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი მოლოდინები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, ბარამიძე პასუხობს, რომ „თუ ზელენსკი აქტიურად ჩაერთვება ამ საქმეში, სააკაშვილის კანდიდატურა გავა“.

„თუ თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი და პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არ ჩაერთნენ, ისე აზრი არ აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის იქ ვიცე-პრემიერად წასვლას იმიტომ, რომ ეს ბრძოლა უნდა იყოს ყველას მხრიდან ერთნაირი, პირველ რიგში ზელენსკის მხრიდან. ეს უმთავრესად მისი პასუხისმგებლობაა და მერე არის პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერის, ამიტომ ყველამ უნდა მოინდომოს. მათ შორის ძირითადმა დასაყრდენმა, მათმა გუნდმა პარლამენტში, თორემ მარტო სააკაშვილის მონდომება და უნარები არ ეყოფა ამ საქმეს. თუ არ ჩაერთო პრეზიდენტი ზელენსკი მე თვითონ ვურჩევდი სააკაშვილს, რომ ახლავე დაანებოს მაგ ამბავს თავი. თუ ჩაერთვება ზელენსკი ბოლომდე და სრულფასოვნად, დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის კანდიდატურა გავა“,-აღნიშნა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ჯერ არ დადასტურებულა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდათ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის დაკავებულ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

>>>

სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. როგორც "აფხაზეთის ხმას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი გათვლებით, ამ კრიზისში სულ მცირე კიდევ ერთი წლით მოგვიწევს ყოფნა

შეუძლია ახლა ვინმემ თქვას, რამდენი ხანი გაგრძელდება კორონავირუსის კრიზისი? მე არა. ჩვენი გათვლებით, ამ კრიზისში კიდევ სულ მცირე ერთი წლის მანძილზე მოგვიწევს ყოფნა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ - მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ ონლაინ მიმართვის დროს განაცხადა.

>>>

გიორგი ვაშაძე - ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეშია, „ქართველ ხალხს კი მისი ხელისუფლება არ პატრონობს და უმოწყალოდ ექცევა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეშია, „ქართველ ხალხს კი მისი ხელისუფლება არ პატრონობს და უმოწყალოდ ექცევა“.

>>>

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალი წარედგინა

განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა,ტარების ფაქტზე ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს ბრალდება წარუდგინეს.

>>>

უკრაინული მედიაგამოცემები - მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან უკან გაიწვია

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედიაგამოცემები ცენზორ.ნეტის მთავარი რედაქტორზე, იური ბუტუსოვზე დაყრდნობით წერს.

„სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა. მისი დანიშვნა დაბლოკილია და გაურკვეველია საერთოდ შედგება თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ შეძლო დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმის მოგროვება 248 დეპუტატს შორის. საკმარისი ხმები არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს, იმისთვის, რომ სააკაშვილს შეეგროვებინა 226 ხმა, „მსახურების“ 190-200-ი წარმომადგენლის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა“, - წერს უკრაინული პორტალის ცენზორ.ნეტის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა.

>>>

თბილისში მარტოხელა ხანდაზმულებზე დახმარებების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

დღეიდან  მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებითა და პირველადი, მათ შორის ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. თბილისის გამგეობებს  მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები და ვირუსისგან დამცავი ფარები   წითელი ჯვრის ოფისმა (1500 ნობათი), კომპანია „ანაგმა“ (1000 ნობათი) და კომპანია „სეზანმა“ (5000 სახის დამცავი ფარი) გადასცეს. 

>>>

სადეზინფექციო საშუალებებით ამჯერად, დუმბაძის გამზირი დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, გლდანის რაიონში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზე ჩატარდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?