მუქარის ადრესატი სოციალურ ქსელში იმედს გამოთქვამს, რომ გაბედავას მუქარა მინაწერებს არ გასცდება.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე აქვეყნებს.
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ახალ ამპლუაშია. იგი ახალ არხზე გადაცემას წაიყვანს.
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი მიიჩნევს, რომ "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" დაპირისპირება არ არის დაპირისპირება ორ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ე. დააკავეს.
თბილისში, მეტრო "პოლიტექნიკურში" მამაკაცი გარდაიცვალა. მას თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა.
დედოფლისწყაროში 14 წლის გოგონა საკუთარმა დეიდაშვილმა გაიტაცა და გააუპატიურა.
"არჩევანში", კობა ხაბაზსა და ტრისტან წითელაშვილს შორის გამართული დისტანციური დებატების დროს ხაბაზმა წითელაშვილს "პუტინის მონა" უწოდა, ხოლო წითელაშვილმა ხაბაზი - სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
"არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ზვიად ძიძიგურის რეპლიკას იმის შესახებ, რომ "რუსთავი-2" "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიაა, რეპლიკითვე უპასუხა. დიალოგი წამყვანსა და გადაცემის სტუმარს შორის 7 ოქტომბერს შედგა.
დედოფლისწყაროში ოთხი პირია დაკავებული, რომლებსაც ბრალად არასრულწლოვანი გოგონას გატაცება და მასზე ძალადობა ედებათ. წინასწარი ინფორმაციით, 14 წლის გოგონა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. პოლიციამ გამტაცებელთა კვალს მეოთხე დღეს მიაკვლია.