-
2014-10-11 18:58
სკანდალისტი მოკრივე შენონ ბრიგსი უკვე მერამდენედ ცდილობს, გამოიწვიოს ვლადიმირ კლიჩკოს პროვოცირება და მასთან შერკინებას მიაღწიოს. მან "დუელში გამოწვევის" ყველა მეთოდს მიმართა, რამდენიმე დღის წინ კი კლიჩკო, რომელიც თავისთვის ვარჯიშობდა და ისვენებდა, წყალშიც გადააგდო.
მოტორიანი ნავით კლიჩკოსთან მიახლოებული ბრიგსი კლიჩკოს გამეტებით უყვიროდა: "შევხვდეთ რინგზე!", რასაც უკრაინელმა სპორტსმენმა არ უპასუხა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოტორიანი ნავისგან გამოწვეულმა ტალღებმა ის წყალში გადააგდო, მოახლოებულ ბრიგსს გაბრაზებულმა უთხრა: "შენ ზღვარს გადააბიჯე!".
ამის შემდეგ ბრიგსმა კიდევ ერთი მაპროვოცირებელი ნაბიჯი გადადგა: მან ფოტოშოპის გამოყენებით "ნოკაუტში ჩააგდო" ვლადიმირ კლიჩკო და კოლაჟი "ინსტაგრამზე" განათავსა.