დაღესტან-კახეთის გზა, როგორც მეორე როკის გვირაბი

Image

"თავისუფალი ზონა" ალეკო კვახაძის ექსკლუზიურ სტატიას აქვეყნებს, სადაც ბოლო პერიოდის ერთერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე დაღესტნისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის გახსნის საკითხზეა საუბარი.

 

"ბოლო დროს, ქართულ, დაღესტნურ და რუსულ პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო და უფრო ხშირად ფიგურირებს დაღესტნისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის გახსნის საკითხი. ამ გზის შესახებ გაკვრით ისაუბრა გრიგორი კარასინმა.

 

აგრეთვე, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა რამაზან აბდულატიპოვმა მას სიცოცხლის გზა უწოდა. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა (ირინე იმერლიშვილმა და გიორგი ვოლსკიმ) აღნიშნეს, რომ გზის გახსნა საქართველოსთვის საფრთხის მატარებელი არ არის. არის თუ არა ეს გზა სახიფათო ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის? ამაზე პასუხის გაცემას წინამდებარე პუბლიკაციაში შევეცდებით.

 

თავის მხრივ, დაღესტან-საქართველოს დამაკავშირებელი გზა დაღესტნის ბეჟტის რაიონიდან ჰკვეთს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს და უერთდება ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებულ გრუნტის გზას. აღსანიშნავია, რომ ამ გზის მონაკვეთი კავკასიონის ქედის ყველაზე დაბალ წერტილში მდებარეობს, რაც შესაძლებელს ხდის მაგისტრალის შეუფერხებელ მუშაობას ყველა სეზონის განმავლობაში. სწორედ ეს განაპირობებს გზის რესპექტაბელობას.

 

თუმცა, ჩვენთვის მთავარია გაეცეს პასუხი შეკითხვას – არის თუ არა ამ გზის მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი და ვის ინტერესებში შედის მისი გახსნა? პირველ რიგში, გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ გზის მშენებლობაზე რესურსები გამოყოფილია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არა დაღესტანში, არამედ კრემლში მიიღეს. აღნიშნული გზის მშენებლობის, რუსეთი რამდენიმე სტრატეგიულ ამოცანას გადაჭრის. ესენია:

 

1.საქართველოზე თავდასხმისთვის გამოსადეგარი ავტომაგისტრალი
2.სომხეთთან დამატებითი სატრანსპორტო კავშირები
3.ჩრდილო-აღმოსავლეთ აზერბაიჯანზე გავლენის გაძლიერება და ხუნძური სეპარატიზმის წახალისება

 

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

 

საქართველოზე თავდასხმისთვის რუსეთის ფედერაციას გააჩნია სამი ძირითადი პლაცდარმი. ესენია: ოკუპირებული აფხაზეთი და შავი ზღვა (დასავლეთ საქართველოს მიმართულება), ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი (თბილისის მიმართულება) და გიუმრის სამხედრო ბაზა სომხეთში (სამხრეთ საქართველოსა და თბილისის მიმართულება).

 

რთული რელიეფის გამო, დარიალის ხეობიდან და მამისონის უღელტეხილიდან წარმოუდგენელია სამხედრო ტექნიკის მარიური გადასროლა და ამ ტრასების ჩახერგვა ერთ ასეულსაც შეუძლია. ამ რეალობის გათვალისწინებით, თბილისის ალყის შემთხვევაში საქართველოს ზურგად მოიაზრება კახეთის რეგიონი. მართალია, რუსეთს თეორიულად შეუძლია გადმოსხას დესანტი შირაქის ველზე, თუმცა კარგი ორგანიზების შემთხვევაში, ქართულ ჯარს შეუძლია ამ შეტევის მოგერიება.

 

იმ შემთხვევაშ, თუკი აშენდა დაღესტან-კახეთის დამაკავშირებელი გზა, ქართული სახელმწიფო ომის შემთხვევაში კარგავს ზურგს და რჩება რუსეთის წინაშე აბსოლუტურად დაუცველი. ის, რომ ამ გზას სამხედრო და არა ჰუმანიტარული დანიშნულება აქვს, აღნიშნა პუტინმაც, როცა 2008 წლის გაზაფხულზე იკითხა, შესძლებს თუ არა ტანკები ამ გზაზე გავლას.

 

რუსეთისთვის სასიცოცხლოა სომხეთთან ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდა. ეს უფრო აქტუალური გახდა სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგაც. ლარსის გამშვები პუნქტი კრემლისთვის სასურველ ტვირთბრუნვას ვერ უზრუნველყოფს. ამას ემატება დევდორაკის მთის ფერდობი, რომლის ჩამოშლაც პერიოდულად სწყვეტს სომხეთს რუსეთისგან. სწორედ ამიტომ, კრემლს ესაჭიროება დამატებითი სატრანსპორტო დერეფანი, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს მოსკოვი-ერევანი-თეირანის გეოპოლიტიკური ღერძი.

 

აღნიშნული გზის უშუალო მეზობლობაში მდებარეობს აზერბაიჯანის კახის, ბელაქანისა და ზაქათალის რაიონები, რომლის მოსახლეობის უმრავლესობასაც ეთნიკური ხუნძები შეადგენენ. ხუნძების ნაწილში არსებობს სეპარატისტული განწყობები, თუმცა დაღესტანში მცხოვრებ ხუნძებთან მათ არ გააჩნიათ პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი და ერთმანეთთან ჩასვლას მხოლოდ ბაქოს გავლით საკმაოდ გრძელი გზით ახერხებენ. კახეთ-დაღესტნის გზის გახსნის შემთხვევაში, მოხდება იგივე ეფექტი, რაც გამოიწვია 80-იან წლებში როკის გვირაბის აშენებამ.

 

ყოველივე ეს გამოიწვევს აზერბაიჯანის ხუნძებით დასახლებული ტერიტორიების დაღესტანზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიბმას, რაც გაზრდის სეპარატიზმის საფრთხეს. ყოველივე ეს ნეგატიურად აისახება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას. არ უნდა დაგვავიწყდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში – თივში, ჩანთლისყურსა და სარუსოში მცხოვრები ეთნიკური ხუნძები, რომლებიც შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ბრმა იარაღად იქცნენ.

 

საქართველოს კავკასიონის ქედის სახით ბედმა ბუნებრივი ციხე-სიმაგრე არგუნა. და ამ ციხე-გალავნის გარღვევის ყოველი მცდელობა ქართული სახელმწიფოსათვის სავალალო შედეგით სრულდებოდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ასეთი ინიციატივის განხილვისას, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ეროვნული ინტერესები და მოსალოდნელი საფრთხეები ჩვენი სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეების მხრიდან.

 

პ.ს. როგორც კავკასიოლოგი და დაღესტნის დიდი ქომაგი, ვემხრობი დაღესტან-კახეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაღესტანი მოიპოვებს ნანატრ დამოუკიდებლობას და გათავისუფლდება რუსეთის ბატონობისგან.

 

ალეკო კვახაძე
ექსკლიუზიურად "თავისუფალი ზონისთვის"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !