დავით ზურაბიშვილი: "რუსეთთან მიმართებით აშკარად საჭიროა მეტი სიცხადე და მკაფიოობა"

Image

„რესპუბლიკური პარტიის“  წევრი დავით ზურაბიშვილის მოკოვში გამართულ „თბილისობას“ ეხმიანება.

 

 

„ამხელა ყაყანი მოსკოვურ თბილისობასა და ოკუპანტების წინაშე მღერა–არმღერაზე მე, მართალი გითხრათ, წინა ხელისუფლების დროს არ მახსოვს.

 

მიუხედავად იმისა, რომ თბილისობის „პრაზდნიკი“ იქ მაშინაც იმართებოდა, ხუბუტია–ხომერიკებთანაც ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წევრებს ურთიერთობა, პრეზიდენტი სააკაშვილიც მშვენივრად ილხენდა იმპერიალისტი ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში და ნანი ბრეგვაძე თვით ოკუპანტთ მეუფეს, ვოვა პუტინს უმღეროდა.

 

კანტი–კუნტი საყვედურები კი გამოითქმებოდა ხოლმე, მაგრამ რაიმე სერიოზული ხმაური ამ თემებზე ქართულ საზოგადოებაში არ მახსენდება.

 

და ხმაური არ იყო იმიტომ, რომ რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა გახლდათ ცალსახად, მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებ ენაზე არტიკულირებული.

 

ამ ფონზე ნებისმიერი კომპრომისული წინადადება თუ ქმედება ძირითადად აღიქმებოდა, როგორც ტაქტიკური ნაბიჯი და არა როგორც სტრატეგიული კურსიდან გადახვევა.

 

აქ არ შევდივარ იმ თემის განხილვაში, თუ რამდენად სწორი იყო სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ვლაპარაკობ მხოლოდ ხელისუფლების რიტორიკაზე. ეს რიტორიკა კი იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ლაპარაკობდა ფაქტობრივად ერთსა და იმავე ტექსტს.

 

და რამდენადაც რუსეთის თემაზე ადრე ყველა ლაპარაკობდა ერთნაირად, იმდენად განსხვავებულია დღეს სახელმწიფოს ოფიციალური პირებისა და მმართველი გუნდის წევრების რიტორიკა, ვორდინგი და რიგ შემთხვევაში დამოკიდებულებაც.

 

აქედან გამომდინარე, საზოგადოების იმ ნაწილში, ვისთვისაც რუსეთი არის ქართული სახელმწიფოს №1 მტერი, მოსკოვში მომღერალ–მოცეკვავეთა ვიზიტები აღიქმება ქვეყნის პოლიტიკაში პრორუსული ტენდენციების მომძლავრების მაუწყებლად, ერთგვარ სიგნალად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე ლაპარაკი შესაძლოა სხვა ტიპის კომპრომისებშიც გადაიზარდოს.

 

თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ასეთი განწყობა მარტო ნაცმოძრაობის მომხრეებს აქვთ. ეს ასე არ არის. ანტირუსული განწყობების სპექტრი საქართველოში გაცილებით ფართოა და ბევრად აღემატება ე. წ. მიშისტებს. ამ ფაქტის იგნორირება, არა მგონია, სწორი იყოს.

 

თითქოს არაა ეს ისე მნიშვნელოვანი საკითხი, რამდენადაც სახელმწიფოს სტრატეგიული კურსი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე საკმაოდ ცალსახადაა გაცხადებული, მაგრამ ვფიქრობ უყურადღებობა მაინც არ ეგების და რუსეთთან მიმართებით აშკარად საჭიროა მეტი სიცხადე და მკაფიოობა,“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !