საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ის კანცელარიის წინ მიმდინარე, ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორად სწორედ ამ პარტიას ასახელებს.
საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს ვინმეს ის, რაც დღეს დილით მოხდა (ვეფხვის თავდასხმა ადამიანებზე). მისი თქმით, გებულობს, რომ დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ზოოპარკის დირექტორმა აიღო, რაც უხერხულია.
ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ შსს-ს 17 ივნისს, დილით შეატყობინა, რომ ზოოპარკიდან ვეფხვია დაკარგული, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შეკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, 21:00 საათზე ის მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს პირადად შეხვდება. ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომასაც დაესწრება.
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განმარტებით, თეთრი ვეფხვი ორჯერ აღირიცხა, როგორც მოკლული, რაც სამწუხარო შეცდომა იყო. - ამის შესახებ დაკითხვიდან გამოსულმა ზურაბ გურიელიძემ "მოამბესთან" განაცხადა.
დღეს თოქ-შოუ "არჩევანი" ეთერში საგანგებო გამოშვებით გავა. ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
დღეს, 20 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ამ წუთებში პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკითხვა დაიწყება. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მისი თანამშრომლები პროკურატურაში დაკითხვაზე ცოტა ხნის წინ დაიბარეს.
მინდია ჯანელიძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხოველები ქუჩაში არ არიან, კომპეტენტური თანამდებობის პირისგან მიიღო. "ზოოპარკი არის სახელმწიფო შპს", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 52 ნომერთან ვეფხვის ან სხვა გარეული ცხოველის პოვნის ფაქტი არ დასტურდება. ოგფიციალურმა პირებმა კომენტარები უკვე გააკეთეს.
"ხელისუფლება აცხადებს, რომ არცერთი გარეული ცხოველი ქუჩაში არ არის, მაგრამ ზოოპარკის ტანამშრომლები ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ და ტერიტორიის სრულად გაწმენდას ელოდებიან", - ეს ფრაზა 16 ივნისის ცხრასაათიანი "კურიერიდანაა", ერომელმაც სიუჟეტი ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიიდან მოამზადა.